გოგა ხაინდრავა
გიორგი (გოგა) ლევანის ძე ხაინდრავა (დ. 7 ივლისი, 1956, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, რეჟისორი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში 2004 წლის თებერვლიდან 2006 წლის ივლისამდე.
გოგა ხაინდრავა | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი ხაინდრავა |
დაბადების თარიღი | 7 ივლისი, 1956 |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1956 წელს მწერალ ლევან ხაინდრავას ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი. მოგვიანებით, 1986 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტი. 1988 წლიდან იყო თეატრალური ინსტიტუტის სახელოსნოს, 1991 წლიდან კი — შემოქმედებით სახელოსნო „ტმს“-ის გენერალური დირექტორი.
1991–1992 წლებში ჩაერთო პოლიტიკურ მოვლენებში. დაპატიმრებული იქნა იმდროინდელი ხელისუფლების მიერ.
1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. იმავე პერიოდში იყო სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში.
2004 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და გათავისუფლებული იქნა 2006 წლის ივლისში. განაგრძობდა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას. 2008 წლის 7 ივნისიდან 20 ივნისიდან იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებზე: „საქართველოს სინამდვილე“, „ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“, „ავტოპორტრეტი“, „ზარი“, „სიკეთის ტელეფონი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „რობინსონიადა“, „შავი თვალები“, „ურგა“ და სხვა, რომლებიც აღინიშნენ მნიშვნელოვანი პრიზებით.
მისი ძმა ივლიანე ხაინდრავა, არის აგრეთვე პოლიტიკური მოღვაწე.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1997: „ოცნებების სასაფლაო“
- 2012: „დემოკრატიის შუქურა“
- 2015: „კართაგენი უნდა დაინგრას“ (მერაბ კოსტავაზე)
- 2016: „ჰეროკრატია“ (სატელევიზიო სერიალი)
სცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირებადამდგმელი ოპერატორი ფილმებისა
რედაქტირება- 1985: „ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“ რეჟისორები ნუგზარ ყიფიანი, ირაკლი ტრიპოლსკი
- 1986: „სიკეთის ტელეფონი“ რეჟ. ანდრო ჭიაურელი
- 1987: „ორშაბათი“ რეჟ. ნარგიზა გარდაფხაძე
- 1987: „ავტოპორტრეტი“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 1988: „ზეიმი“ რეჟ. ირაკლი შავლიაშვილი
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირებაჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1997: შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს არწივის“ გრანპრი და კინოკრიტიკოსთა პრემია ფილმისთვის „ოცნებების სასაფლაო“
- 1997: სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალის „კინოტავრის“ გრანპრი და ჟიურის პრიზი „ფიპრესი“ ფილმისთვის „ოცნებების სასაფლაო“
- 1997: სან-ფრანცისკოს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო „მსოფლიო კულტურები და ურთიერთგაგება“ ფილმისთვის „ოცნებების სასაფლაო“
- რუსეთის საერთაშორისო კინოფორუმის გრან-პრი და ჟიურის სპეციალური პრიზი, წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზი ფილმისთვის „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია“
- კიევის საერთაშორისო კონოფესტივალის პრიზი საუკეთესო გამოსახულებისთვის ფილმისთვის „ავტოპორტრეტი“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გოგა ხაინდრავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოგა ხაინდრავა — ეროვნული ფილმოგრაფია
- გოგა ხაინდრავა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- გოგა ხაინდრავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)