ხაიმე III (მაიორკა)
ხაიმე III მამაცი (ესპ. Jaime III; დ. 1315 — გ. 25 ოქტომბერი, 1349) — მაიორკის მეფე 1315–1349 წლებში.
ხაიმე III მამაცი | |
---|---|
Jaime III Temerario | |
მაიორკის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1324 |
მმართ. დასასრული: | 1344 |
წინამორბედი: | სანჩო |
მემკვიდრე: | პედრო IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 აპრილი, 1315 |
დაბ. ადგილი: | კატანია |
გარდ. თარიღი: | 25 ოქტომბერი, 1349 |
გარდ. ადგილი: | ლიუკმაიორი |
მეუღლე: |
კონსტანცია არაგონელი ვიოლანტ დე ვილარაგუტი |
შვილები: | ხაიმე და ისაბელა |
დინასტია: | ბარსელონის დინასტია |
მამა: | ფერნანდო |
დედა: | ისაბელა დე საბრანი |
ხაიმე III 9 წლის ასაკში ავიდა ტახტზე. დედის გარდაცვალების შემდეგ ის ხდება თავის უშვილო ბიძის სანჩო I-ის მემკვიდრე.
რეგენტების საბჭომ ხაიმე II აიძულა უარი ეთქვა ტახტზე ხაიმე III-ის სასარგებლოდ, ამასთანავე სანჩოს მიერ დაგროვილმა ვალებმა და 1331–1333 წლების ეპიდემიებმა ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ უკვე სრულწლოვანმა მეფემ ხაიმე III-მ ჩაიბარა მთლიანად განადგურებული და დაცარიელებული სახელმწიფო. ყოველივე აქედან გამომდინარე ხაიმე III იძულებული გახდა განეხორციელებინა პურის იმპორტი, რამაც უფრო მეტად გააუარესა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა. ამას დაემატა ისიც, რომ 1337 წელს მეფემ ხელი მოაწერა კანონების კოდექსს და არაგონის მიმართ აღებულმა ვალდებულებამ იძულებული გახადა ომი წამოეყო გენუასთან. შედეგმაც არ დააყოვნა და ხაიმე III-მ დაკარგა გავლენა სხვადასხვა ბაზრებზე და ტერიტორიებზე, შესაბამისად ამას მოყვა ფინანსური კრიზისი.
1343–1345 წლებში პედრო IV არაგონელმა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე ხელში ჩაიგდო ხაიმე III-ის სამეფო, რომელსაც პედრო IV-მ შესთავაზა კომპენსაციის სახით სოლიდური თანხა, მაგრამ ხაიმე III ტახტის დათმობას არ შეეგუა.
ხაიმე III-მ საფრანგეთს მიყიდა მონპელიე და აღებული ფულით შეკრიბა ჯარი. 1349 წელს გადავიდა მალიორკაზე, ხოლო ლიუკმაიორის ბრძოლაში დაიღუპა. მისი შვილები ხაიმე და ისაბელა თავის თავს მოიხსენიებდნენ მაიორკის მეფეებად, მაგრამ მათ არავითარი ძალაუფლება არ ჰქონდათ მსგავსად არაგონის მეფეებისა, რომლებიც ფორმალურად ატარებდნენ მეფის ტიტულს.
ლიტერატურა
რედაქტირება- David Abulafia (1994), A Mediterranean Emporium: The Catalan Kingdom of Majorca (Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0-521-89405-0.
- Thomas N. Bisson (2000), The Medieval Crown of Aragon: A Short History (Oxford: Clarendon Press).
- G. Kerscher, The first European ceremonial manuscript—Leges Palatinae—and its relevance for the Mediterranean area[მკვდარი ბმული], University of Trier.
- Marta Vanlandingham (2002), Transforming the State: King, Court and Political Culture in the Realms of Aragon (1213–1387), (BRILL, ISBN 90-04-12743-7).