ისაბელა მაიორკელი

ისაბელა მაიორკელი (ესპ. Isabel de Mallorca; დ. 1337 — გ. 1406) — მაიორკის ტახტის პრეტენდენტი 1375-1379 წლებში.

ისაბელა მაიორკელი
Isabel de Mallorca
მაიორკის ტახტის პრეტენდენტი
მმართ. დასაწყისი: 1375
მმართ. დასასრული: 1379
წინამორბედი: ხაიმე IV
მემკვიდრე: სამეფო გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1337
დაბ. ადგილი: პალმა
გარდ. თარიღი: 1406
გარდ. ადგილი: გაირაჟე-ლე-მონტო, საფრანგეთი
მეუღლე: ჯოვანი II მონფერატის გრაფი
დინასტია: ბარსელონის დინასტია
მამა: ხაიმე III
დედა: კონსტანცია არაგონელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისაბელა მაიორკელი ბელონიდების შთამომავალი დაიბადა 1337 წელს, იგი იყო ხაიმე III მაიორკელისა და კონსტანცია არაგონელის მეორე შვილი. ისაბელა იყო ტიტულოვანი დედოფალი მაიორკისა, მონპელიეს მფლობელი და ახაიის პრინცესა.

1349 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ისაბელა ტყვედ ჩაუვარდა პედრო IV არაგონელს, თავის დედინაცვალ ვიოლანტე დე ვილიარაგუტთან და უმცროს ძმასთან ერთად. ტყვეები ჯერ გამოამწყვდიეს ხატივას ციხესიმაგრეში, ხოლო შემდეგ ქალები გადაიყვანეს ვალენსიაში კლარისოკის მონასტერში. ისაბელას დედინაცვალი ტყვეობიდან გაათავისუფლეს 1352 წელს, რის შემდეგაც ცოლად გაყვა ოტო ბრაუნშვეიგ-გრუბენგაგელს. ისაბელამ ტყვეობას თავი დააღწია 1358 წელს იმ პირობით, რომ იგი უარს იტყოდა მაიორკის სამეფოს ტახტის დაკავებაზე და პირინეის სამეფოზე.

ისაბელას დედინაცვალმა ვიოლანტე დე ვილიარაგუტმა 1358 წლის 4 სექტემბერს მონპელიეში ქორწილი გადაუხადა ისაბელას და მონფერატის მარკიზს ჯოვანი II პალეოლოგოსს. 1372 წელს ისაბელა დაქვრივდა, რის შემდეგაც ცხოვრობდა ძმასთან ერთად, რომლის სიკვდილის შემდეგაც წამოაყენეს რუსილიონის და სერდანის გრაფინიად, ამავე დროს მაიორკის დედოფლად, მაგრამ მისმა ბიძამ პედრო IV არაგონელმა მას ხელი შეუშალა ტახტის დაკავებაზე.

1375 ან 1376 წელს ისაბელა საიდუმლოდ დაქორწინდა გერმანელ უფლისწულ კონრადის ბარონზე, ფონ რაიშახ ცუ იუნგნაუზე. რამდენიმე წლის შემდეგ ცოლ-ქმარი დაშორდა.

მეორე ქმართან განშორების შემდეგ ისაბელა საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც 1379 წელს გაიარჟის ციხესიმაგრის და ყოველწლიურ რენტაზე გაცვლის სანაცვლოდ ლუდოვიკო ანჟუელს გადასცა ყველა თავისი უფლება მაიორკის მეფობაზე, ახაიის თავადობაზე, რუსილიონისა და სერდანის საგრაფოებზე.

ისაბელა გარდაიცვალა გაიარჟის ციხესიმაგრეში საფრანგეთის სამხრეთში 1406 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Martinez Ferrando, J.Ernest. La tràgica història dels reis de Mallorca. Jaume I, Jaume II, Sanç, Jaume III, Jaume IV. Aedos, Biblioteca Biogràfica Catalana. Barcelona, 1960

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება