ხადოელების კვირაცხოვლის ეკლესია
ხადოელების კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადოელების სამხრეთ-დასავლეთით, 300 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის (10 x 5 მეტრი) აფსიდის ნაწილი (სიმაღლე 0,5-1 მეტრი) და დანარჩენი კედლების კვალი. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია წრიული გალავანი, რომელიც მხოლოდ აქა-იქ (სიმაღლე 1-1,5 მეტრი) შემორჩა. გალავნის შიგნით რამდენიმე ოთხკუთხა შენობის კვალი იკითხება. ტერიტორიაზე ჩნდება გვიანდელი შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნაკაიძე ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 423.