გიორგი ხაბეიშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან ხაბეიშვილი გიორგი)
გიორგი ხაბეიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1963) — ქართველი ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
გიორგი ხაბეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 ოქტომბერი, 1963 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი |
საქმიანობა | ექიმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1963 წლის 24 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში.
1987 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო 1988 წელს სუბორდინატურა.
იყო რუსთავის სასწრაფო დახმარების ექიმი 1988-1989 წლებში. თბილისის პირველი საავადმყოფოს რეინიმატოლოგი 1989-1998 წლებში. არის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის ხელმძღვანელი 1998 წლიდან. 2011 წლიდან გერმანულ-ქართული კლინიკა „ევრომედის“ ხელმძღვანელი.
გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი და 2 მონოგრაფია, საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის სამეცნიერო ჟურნალებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 574, თბ., 2006.