ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის ეკლესია

ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ ჭუბურხინჯში, გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში.

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

სოფელ ჭუბურხინჯში მდებარეობს ჯვარგუმბათოვანი ტიპის წმინდა გიორგის ეკლესია. მისი თავდაპირველი ნაგებობა განეკუთვნება XI საუკუნეს. XIX საუკუნის II ნახევარში მრევლის ინიციატივით ტაძარი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ და წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელზე უკურთხებიათ. თუმცა მოსახლეობა ტრადიციის მიხედვით, ტაძარს დღესაც წმინდა გიორგის ეკლესიას უწოდებს. ტაძრის შემორჩენილი ფასადის დათვალიერებისას კარგად მოჩანს XI საუკუნის ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ცალკეული დეტალები.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება