ჭრეშის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბოლნინის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრეშში.

ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობა არეულია, შიგნიდან და გარედან ნაწილობრივ გალესილია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის გადახურვის ფორმა არ ირკვევა ჩამორღვეულობის გამო. კარი ნაოთხალიანია, წირთხლებში საურდულე ფოსოებია დატანებული. განათებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმლებით. საკმლების თავსართად შიდა მხრიდან გათლილი ბაზალტის თაღოვანი ქვაა გამოყენებული. აფსიდა [ნახევარწრიულია, მხრით გამოყოფილი დარბაზისგან. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. არასრული ნახევარსფეროს ფორმის კონქი მხარზე გადასულ თაღს ეყრდნობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39229