ჭრებალოს ქუჩა
ჭრებალოს ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა); ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 60-იან წლებში. ადრე პირველი მაისის ქუჩა ერქვა. ჭრებალოს ქუჩა ეწოდა 70-იან წლებში.[1] 2019 წელს ქუჩა გაგრძელდა და 2 ჩიხი დაემატა.[2] 2023 წელს ჭრებალოს I შესახვევის ხარჯზე გაგრძელდა ლიბანის ქუჩა.[3] აქვს 1 შესახვევი და 4 ჩიხი.
ჭრებალოს ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | გლდანის რაიონი |
უბანი | ავჭალა |
წინა სახელები | პირველი მაისის ქუჩა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 208, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ჭრებალოს ქუჩის გაგრძელების და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის ჭრებალოს სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (10 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2024
- ↑ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ჭრებალოს I შესახვევისთვის და უწერის II შესახვევისთვის ლიბანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (21 თებერვალი, 2023). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2024