ჭოშორა
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ჭოშორა — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ჭერათხევის აუზში, მდინარის მარჯვენა მხარეს.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ჭოშორა | |
ქვეყანა | საქართველო |
კოორდინატები | 42°08′48″ ჩ. გ. 43°37′25″ ა. გ. / 42.14690111° ჩ. გ. 43.62375611° ა. გ. |
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ასეთი სახელწოდების სოფელს არ იცნობენ. არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება.
აქ სახლობდნენ გვარები: ფოფხაძე, ხარაზიშვილი...
სოფელი მოიშალა XX საუკუნის 50-იან წლებში, როცა მოსახლეობა სურამში გადაასახლეს.
ჭოშორაში შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც თარიღდება გვიანფეოდალური ხანით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 35, 17 სექტემბერი, 2019, გვ., 3