ჭკვიანი თერმოსტატები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჭკვიანი თერმოსტატები}} |
თერმოსტატი არის კომპონენტი, რომელიც გრძნობს ფიზიკური სისტემის ტემპერატურას და ცდილობს, რომ სისტემის ტემპერატურა შენარჩუნდეს სასურველ ნიშნულთან ახლოს. ჭკვიანი თერმოსტატების გამოყენება შესაძლებელია სახლის ავტომატიზაციის დროს. ისინი პასუხისმგებელნი არიან სახლის გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების კონტროლზე. ისინი პროგრამირებადი თერმოსტატების მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, რადგანაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გრაფიკით გააკონტროლოს საკუთარი სახლის ტემპერატურა მთელი დღის განმავლობაში. ჭკვიანი თერმოსტატები აგრეთვე შეიცავენ დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა სენსორები და WiFi კავშირი.
ისინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ შეცვალონ გათბობის პარამეტრები სხვა ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებიდან, მაგალითად, ლეპტოპიდან ან სმარტფონებიდან. ეს მომხმარებლებს თერმოსტატის დისტანციურად გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ისინი ასევე აღრიცხავენ შიდა და გარე ტემპერატურას, როდესაც HVAC სისტემა მუშაობს და მათ შეუძლიათ გაცნობონ, როდესაც ჰაერის ფილტრაციაა საჭირო.
ჭკვიანი თერმოსტატების ისტორია
რედაქტირებაჭკვიანი თერმოსტატის განვითარება დაიწყო 2007 წელს, ecobee თერმოსტატის შექმნით. ecobee-ს დამფუძნებელ სტიუარტ ლომბარდს სურდა ენერგიის დაზოგვა და მისი ოჯახში ნახშირბადის ნამწვის შემცირება. მას შემდეგ, რაც მან გააცნობიერა, რომ გათბობა და გაგრილება მისი სახლის ენერგიის უმეტეს ნაწილს შეადგენდა, ლომბარდმა შეიძინა პროგრამირებადი თერმოსტატი, ენერგიის მთლიანი მოხმარების შემცირების მიზნით. ლომბარდმა მალევე აღმოაჩინა, რომ პროგრამირებადი თერმოსტატი იყო არასანდო და რთულად გამოსაყენებელი. ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა ჭკვიანი თერმოსტატის შექმნა, რომელიც დაზოგავდა ენერგიას და იქნებოდა მარტივად გამოსაყენებელი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაარსდა კომპანია ecobee. Ecobee– ს შემდეგ, EnergyHub– მა გამოუშვა ჭკვიანი თერმოსტატის ვერსია 2009 წელს EnergyHub Dashboard– ის შექმნით. EnergyHub– ის თანადამფუძნებელმა, სეთ ფრადერი – ტომპსონმა, Dashboard–ის იდეა მისი Prius–ისგან მიიღო. მანქანას დაფაზე ჰქონდა ეკრანები, რომლებიც აჩვენებს მანქანის გარბენს რეალურ დროში. ტომპსონმა მიიჩნია, რომ სახლს უნდა ჰქონოდა ისეთი რამ, რაც იმავეს გააკეთებდა. სწორედ ამ მიზნით, ტომპსონმა შექმნა თერმოსტატი, რომელსაც შეეძლო კომუნიკაცია სახლის ღუმელთან და მოწყობილობებთან, რათა დაედგინა ენერგიის გამოყენება, ეფექტურობა და ღირებულება. თერმოსტატს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა გამოერთო საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან შეემცირებინა ტემპერატურა ენერგიის დაზოგვის მიზნით. საბოლოო ჯამში, ამ თერმოსტატის მიზანი იყო მომხმარებლებისთვის არა მარტო ენერგიის გამოყენების ჩვენება, არამედ ენერგიისა და თანხის დაზოგვაც. 2011 წელს Nest Labs–მა შეიმუშავა Nest Learning Thermostat-ი. ეს ახალი ტექნოლოგია მოიცავდა: სენსორების, ალგორითმების, მანქანური სწავლებასა და ღრუბლოვანი სისტემების დანერგვას. ეს ტექნოლოგიები სწავლობენ მცხოვრებთა ქცევებსა და შეღავათებს. აქედან გამომდინრე, ისინი არეგულირებენ ტემპერატურას რათა მაცხოვრებლებმა სახლში ყოფნისას კომფორტულად იგრძნონ თავი და როდესაც ისინი შინ არ იმყოფებიან დაზოგონ ენერგია. გარდა ამისა, Nest Thermostat უკავშირდება სახლის Wi-Fi ქსელს. ეს ყოველივე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეცვალონ ტემპერატურა გრაფიკის მიხედვით და სმარტფონიდან ან ლეპტოპიდან შეამოწმონ ენერგიის გამოყენება. ყველა ეს ფუნქცია Nest-ის მიზანს წარმოადგენდა: შეექმნა მარტივად გამოსაყენებელი თერმოსტატი, რომელიც დაზოგავდა მომხმარებლების ენერგიასა და თანხას.
პროგრამირებადი თერმოსტატებთან შედარება
რედაქტირებაჭკვიანი თერმოსტატები პროგრამირებადი თერმოსტატების მსგავსია იმ გაგებით, რომ მათ აქვთ დანიშვნის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაადგინონ სხვადასხვა ტემპერატურა დღის სხვადასხვა მონაკვეთისთვის. ამ მახასიათებლის გარდა, ჭკვიანი თერმოსტატები ახორციელებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რათა შეამცირონ ადამიანური შეცდომები პროგრამული თერმოსტატების გამოყენებაში. ჭკვიანი თერმოსტატები იყენებენ სენსორებს, რითაც ადგენენ არის თუ არა სახლში ვინმე და შეუძლიათ დაადგინონ სახლი გაათბონ თუ გააგრილონ მობინადრის დაბრუნებამდე. გარდა ამისა, ისინი იყენებენ Wi-Fi კავშირს, რათა მომხმარებელმა ნებისმიერ დროს შეძლოს წვდომა თერმოსტატზე. ამ დამატებითმა ფუქციონალებმა დაადასტურეს, რომ ჭკვიანი თერმოსტატებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მომხმარებლების ენერგიისა და თანხის დაზოგვაში.