ჭიჭინობელასებრნი, ნამდვილი (მგალობელი) ჭიჭინობელები (ლათ. Cicadidae) — მწერების ოჯახი ჭიჭინობელების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 62 მმ აღწევს. აქვს მოკლე თავი. თხემზე, რთულ ფასეტურ თვალებს შორის მოთავსებული 3 მარტივი თვალი, მოკლე ულვაშები, გამჭვირვალე ფრთები. მამალს მუცლის ქვედა მხარეზე წყვილი გამობურცული ფირფიტა — წინწილა აქვს, რომელთა ვიბრაცია იძლევა ბგერებს. ჭიჭინობელასებრთა მატლები ჩადიან ნიადაგში, განვითარების დამთავრების შემდეგ, ამოდიან ზედაპირზე უკვე ნიმფების სახით, ადიან ხეებზე იქ იმაგოდ გარდაიქმნებიან. ჭიჭინობელასებრნი იკვებებიან ფოთლების, მიწისქვეშა ღეროების წვნით; სასოფლო-სამეურნეო კულტურების ტყის ჯიშების მავნებელია. საქართველოში ცნობილია ჭიჭინობელასებრნის 182 სახეობა.

ჭიჭინობელასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cicadidae

ლიტერატურა

რედაქტირება