ჭინათის ნაეკლესიარი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჭინათის ნაეკლესიარი — ნაეკლესიარი საქართველოში, გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭინაათში. ჭინათის ნაეკლესიარი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით 100 მეტრში, გორის წვერზე. ადგილობრივების გადმოცემით აქ ხის ეკლესია მდგარა. ტერიტორიაზე იკითხება რელიეფს მორგებული კედლის ფრაგმენტები, რომელიც ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. შესაძლოა აღნიშნული კედლის ფრაგმენტები თავდაცვითი ნაგებობის იყოს. ამ ტერიტორიიდან კონტროლდება ჯუმათისკენ მიმავალი გზა. გორა მთლიანად ხშირი მცენარეული დაფარითაა დაფარული და სხვა დეტალები არ იკითხება. საჭიროა არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

1. https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=20987