ჭიკაანის მესამე კოშკი
ჭიკაანის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭიკაანის მიდამოებში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (5,5 x 5,2 მ). ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარებით. დაზიანებულია – შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე, მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე. ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები. პირველი სართული ამოვსებულია ქვებითა და მიწით. შესასვლელი მეორე სართულზე, ჩრდილოეთითაა. კარი თაღოვანია (დასავლეთ წირთხლი მონგრეულია). სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილია ორ-ორი ცალმაგი სათოფური. ჩრდილოეთ კედელში კი – ერთი ცალმაგი სათოფური. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელზე ჩანს სარკმლის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 474.