ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება

ჭიათურის შავი ქვის მომპვებელი საზოგადოებაჭიათურაში მანგანუმის (შავი ქვის) მოპოვებას იწყებს 1879 წლიდან, რომლის ინიციატორიც ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი იყო.

ჭიათურის საბადოს ტერიტორია თავდაპირველად 10 სოფელს მოიცავდა. უტრანსპორტობისა და უგზოობის გამო, მოპოვებული მადანი დანიშნულების ადგილამდე ხშირად ვერ აღწევდა. მიუხედავად ამისა, ქართველ მწერალთა ნაწილმა 1894 წელს გაიყვანა ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის ვიწრო ლიანდაგი.

პირველმა მსოფლიო ომმა, დარდანელის სრუტის ჩაკეტვის გამო, ძლიერ შეუშალა მწარმოებლებს ხელი მანგანუმის საზღვარგარეთ გატანაში. 1918 წლისათვის, მწარმოებლების უმეტესი ნაწილი ერთ სააქციო საზოგადოებაში გაერთიანდა. მათი კაპიტალი 30 მილიონ ოქროს მანეთს შეადგენდა და აერთიანებდა 165 საწარმოს. ჭიათურაში არსებული 22 ფირმიდან, 6 წარმოადგენდა ქართველთა საკუთრებას, მათ შორის იყო ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება. მრეწველთა საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, ქართული მანგანუმი უმსხვილესი საწარმო გახდა.

1919 წელს ჭიათურის მანგანუმის ექსპორტზე მონოპოლია გამოცხადდა. ექსპორტის უფლება მიენიჭა საზოგადოება „ჩემოს“. 1919 წელს გაიტანეს 2,6 მილიონნი ტონა მანგანუმი, ხოლო 1920 წელს — 12 მილიონი ტონა. შავი ქვის მრეწველთა საზოგადოება აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო სამიანობას, აფინანსებდა სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას. 1918 წელს, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და წიგნსაცავი და ლაბორატორია აჩუქა ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად ჩაერია ჭიათურის მანგანუმის მოპოვებაში. 1925 წელს, შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ და ორგანიზაცია „ჩემო“-მაც არსებობა შეწყვიტა. საბჭოთა ხელისუფლებამ, მანგანუმის მოპოვების უფლება 20 წლით გადასცა ამერიკულ კომპანია „ჰარიმანს“, თუმცა, ეს თანამშრომლობა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნოდარ ჩხაიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 527.
  • ა. გავაშელი, ჭიათურის მარგანეცის მრეწველობის ისტორიიდან, თბ., 1967;
  • ლ. ბიწაძე, ჟამი შენებად, ქუთ., 2005.