ჭიათურის ქუჩა
ჭიათურის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსიდან გურამ ბზვანელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. ადრე ლაგოდეხის ქუჩა ერქვა. XX საუკუნის 30-იან წლებში ჭიათურის ქუჩა დაერქვა. დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე.
ჭიათურის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
ისტორიული რაიონი | საბურთალო |
წინა სახელები | ლაგოდეხის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 208, ISBN 978-99928-20-35-3.