გურამ ბზვანელის ქუჩა

გურამ ბზვანელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (საბურთალო); სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან ვიქტორ დოლიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც ჩაილურის ქუჩა. გრძელდებოდა პანკისის ქუჩამდე.[1] 2014 წელს მის ერთ მონაკვეთს ზურაბ ქაფიანიძის ქუჩა ეწოდა.[2] 2015 წელს მეორე მონაკვეთს კომპოზიტორ გურამ ბზვანელის სახელი დაარქვეს.[3]

გურამ ბზვანელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
უბანი საბურთალო
წინა სახელები ჩაილურის ქუჩა
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 192, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჩაილურის ქუჩის მონაკვეთისთვის ზურაბ ქაფიანიძის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (3 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024
  3. ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჩაილურის ქუჩისთვის გურამ ბზვანელის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (23 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024