ჭვრინისის წმინდა იორამის ეკლესია

ჭვრინისის წმინდა იორამის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ჭვრინისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები ამოყვანილია თლილი ქვის თანაბარი წყობით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია. ინტერიერი და ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია გადახურული იყო ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება