ჭველიერის კოშკი - ქვაბული

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჭველიერის კოშკი - ქვაბული — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭველიერში. აგებულია X-XV საუკუნეებში. კოშკი ნაგებია დიდი ზომის ლოდზე. გამოქვაბულის ჭერში მცირე ხვრელია რომელიც ქვის თავზე ადის,იქიდან კი კოშკის შესასვლელთან შეიძლება მისვლა. გამოქვაბული სალოცავია, რომელშიც მხოლოდ ქალები ლოცულობენ. დგას კლდოვანი ლოდის ზედაპირზე. ნაგებია მცირე ზომის ნატეხი ფიქალის ქვით. შერჩენილია წირთხლის ფრაგმენტი. ლოდს მიუყვებოდა ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი, რომელიც ლოდში არსებულ გამოქვაბულს იცავდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35046