ჭერმის კლდეები
ჭერმის კლდეები — ფსევდოკარსტი საქართველოში, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან მე-17 კილომეტრზე, სოფლებს: მუხათგვერდისა და დიღომს შორის, ზღვის დონიდან 550-600 მ სიმაღლეზე. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მოპირდაპირე მხარეზე.
დახასიათება
რედაქტირებამტკვრის ხეობის მარჯვენა ფერდობის კლდეებზე, რომლებიც აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის არკოზული ქვიშაქვებით, ატმოსფერული ფაქტორების მოქმედების შედეგად წარმოქმნილა თავისებური ფსევდოკარსტული ფორმები. სახელწოდება „ჭერმის კლდეები“ მიგვითითებს ძველ სოფელ ჭერემზე, რომელიც, დიღმელი მოხუცების ცნობით, არსებობდა წინათ ამ ადგილზე.
ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი კამარა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „ჩაკიდულის“ სახელითაა ცნობილი. იქვეა რამდენიმე ათეული ქვაბისებური ფორმის ჩაღრმავება, რომელთა დიამეტრი 0,5 -1,5 მ უდრის. ცოტა მოშორებით, მშრალ ხევში შენახულია 3 მ სიგრძის ბუნებრივი ხიდი. ყველა ეს ფორმა გამომუშავებულია წვიმის წყლისა და ქარის მიერ ერკოზული ქვიშაქვების დაშლით და მარცვლების გატანით. ჭერმის კლდეების ორიგინალური ფორმების სახით ჩვენ ვხედავთ ცრუ კარსტის, ანუ ფსევდოკარსტის კარგ მაგალითს.