ჭერემის ნამოსახლარი

ჭერემის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, დგას კვირიას გორაზე. განეკუთვნება ენელოითიდან ადრინდელ ბრინჯაოზე გარდამავალ ხანას.

ძეგლი შემთხვევით აღმოჩნდა მშენებლობის დროს. დაზიანებულ ნამოსახლარზე არქეოლგიური სამუშაოები ჩაატარა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური). გამოვლინდა რამდენიმე სამეურნეო ორმო, ორმოებში გახეხილ-გაპრიალებულ ბრტყელ ცულებთან ერთად მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელი საფეხურისთვის დამახასიათებელი კერამიკაც აღმოჩნდა.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება