ჭაჭუნის ვაკის სადგომი

ჭაჭუნის ვაკის სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, ტარიბნის ტაფობსა და კოწახურის ქედის სამხრეთით 3-4 კილომეტრზე, უსახელო ხევის მარჯვენა მხარეს, გორასამარხების ტერიტორიაზე. თარიღდება პალეოლითის ხანის დასასულით.

ძეგლს 1961 წელს მიაკვლია ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სადგომს უკავია 2000-2500 კვ. მ. ფართი, რომელიც კაჟის ოფსიდიანისა და ბაზალტის ქვის ნამტვრევებითაა მოფენილი. სადგომის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალა იახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება