ჭაჭუნის ვაკის სადგომები

ჭაჭუნის ვაკის სადგომებიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას. ტარიბნის ტაფობსა და კოწახურის ქედის სამხრეთით, 3-4 კილომეტრზე. მიკვლეულია 1968 (ჭაჭუნა III) და 1976 (ჭაჭუნა I და ჭაჭუნა II) წლებში, ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. სადგომი ჭაჭუნა I ივრის ზეგანზე აღმოჩენილი პირველი აშელური ძეგლია. ჭაჭუნა II და ჭაჭუნა III კი თარიღდება ადრინდელი მუსტიეს ხანით.

სადგომი ჭაჭუნა I ბუნებრივი ბორცვის სწორ თხემზე. ორი მცირე გორასამარხის გვერდით გამოვლინდა დაახლოებით 50-50 მეტრი ფართობზე შეგროვდა ქვის ქვედაპალეოლითური ნივთები:მონაცისფრო მერგელის ნუკლეუსები დამზადებულია ქვარგვალებსა და ანამტვერებზე: გამოიყოფა ორი ნუკლეუსი ჩოპერი. ორი გრძივი ტიპის ერთფუძიანი და ერთი ორფუძიანი ორმხრივი ნაკეთობა. ანატკეცი ნამზადები მოგრძო. დაბალი ფართო, შემთხვევითი და სამკუთხედისებრი მოყვანილობისაა, მათთვის დამახასიათებელია ფართო, გლუვი დარტყმის მოედანი და რელიეფური ბურცული. იარაღი შედგება ანატკეცეზე დამზადებული ექვსი ხელსაწყოსგან და წარმოდგენილია ცალპირა სწორი, ამოზნექილი და ამოზნექილ-ჩაზნექილ სამუშაოპირიანი, კონვერგენტული, ორპირა, სწორი სამუშაოპირიანი და სამიპირა ჩაზნექილსამუშაოპირიანი სახოკებით.

ჭაჭუნა I-ის სამხრეთით, ფერდობის ძირში, ივრისპირა ვაკეზე. დაახლოებით 1 ჰექტარის ფართობზე მდებარეობდა სადგომი ჭაჭუნა II რომლის ზედაპირულად მოპოვებული მასალა მოიცავს ანდეზიტისა და კაჟის შუა პალეოლეითურ არალევალუაურ ნივთებს ნუკლეუსებს, ანატკეცებს, მზა იარაღს, ნეკლეუსები ერთფუძიანია. გრძივი და განივი ტიპის, ამორფული. დამზადებულია ქვარგვალებსა და ანამტრევებზე. ანატკეც-ნამზადები მოგრძო ან დაბალი, ფართო შემთხვევითი მოყვანილობის. ახასიათებთ გლუვი, ფართო, ბლაგვი კუთხით განლაგებული დარტყმის მოედანი და რელიეფური ბურცული, რომელსაცქვედა სიბრტყის ნახევარი უკავია. იარაღი წარმოდგენილია ოთხი სახოკი-ჩოპერით, ანუ ცალმხრივი უხეში საჩეხით, რომლებიც დამაზდებულია ანდეზიტის დისკოსებრ ქვარგვალზე და არის ცალპირა, განივი ტიპის, სწორსამუშაოპირიანი, გრძივი ტიპის ამოზნექილსამუშაოპირიანი, გრძივი ტიპის ამოზნექილ-ჩაზნექილი სამუშაოპირიანი და სწორი სამპირა, ამოზნექილ და ჩაზნექილსამუშაოპირიანი. სამი კონვერგენტული, გრძივი ტიპის ამოზნექილსამუშაოპირიანი საფხეკითა და ორი გვერდამოღარული ანკოშით.

ჭაჭუნა I-ის და ჭაჭუნა II-ის აღმოსავლეთით. 1-1,5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა სადგომი ჭაჭუნა III. ძეგლზე გამოვლინდა ხუთი შუაპალეოლითური არალევალუაური ნივთი: გაკაჟებული ქანისა და რიყის ქვის ერთფუძიანი გრძივი ტიპის და ამორფული ნუკლეუსები. არასწორი მოყვანილობის სამი მოგრძო ანატკეცი და განივი ტიპის ამოზნექილსამუშაოპირიანი სახოკი. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიის საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება