ჭაური — ვერტიკალური ან დახრილი გვირაბი, რომელსაც უშუალოდ გამოსასვლელი აქვს დედამიწის ზედაპირზე და განკუთვნილია სასარგებლო წიაღისეულის საბადოს გახსნისა და ექსპლუატაციისათვის შახტის ველის ან მისი ნაწილის ფარგლებში. ჭაური შეიძლება იყოს სადაზვერვო, საექსპლუატაციო და სპეციალური (ემსახურება მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის დედამიწის ზედაპირზე ამოტანას) და დამხმარე (მოწყობილობისა და მასალების ჩასაშვებად და სხვა). ჭაურის სახესხვაობაა ბრმა ჭაური.

ლიტერატურა

რედაქტირება