ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჭანჭახის ციხე — ციხესიმაგრე ფოცხოვში დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ფოსოფის რაიონის სოფელ სავაშირში, საქართველო-თურქთის სასაზღვრო ზოლთან ახლოს.

ჭანჭახის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ჭანჭახის ციხე — თურქეთი
ჭანჭახის ციხე

ტოპონიმი

რედაქტირება

ჭანჭახი „წყლიანი, ჭაობიანი ადგილი“. მსგავსი ტოპონიმი ხშირად გვხვდება საქართველოში.[1] სოფელი ამ სახელწოდებით გვხვდება XV საუკუნის დოკუმენტურ წყაროში, კერძოდ 1462 წლის გულშარ დედოფლის მიერ კავთისხევის მოურავ ივანე სააკაძისთვის ბოძებულ გაცვლილობის წიგნში აღნიშნულია, რომ სააკაძეებს დედოფალი უბოძებს კავთისხევსა და ნოსტეში მიწებს, სანაცვლოდ კი ართმევს მიწას ჭანჭახში. სოფელი ისტორიული სახელწოდება ფიქსირდება XIX საუკუნის რუსულ რუკებზე. თანამედროვე სახელწოდება კი თურქეთის რესპუბლიკაში გენერალური ტოპონიმიკური ცვლილებების პოლიტიკას უკავშირდება. სოფელს დღეს სავაშირი (Savasır-მებრძოლი) ქვია. ეს სახელწოდება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რუსეთ-ოსმალეთის 1828/1829 წწ. ომთან. ამაზე უნდა მიანიშნებდეს სოფლის მიდამოებში ძველი სანგრების არსებობა.

ჩვენი ვარაუდით, ჭანჭახის ციხესთან უნდა იყოს დაკავშირებული შუა საუკუნეების მსხვილი ფეოდალი ჩანჩახი ფალელი. ეს როგორც ჩანს მისი ერთ-ერთი რეზიდენციაა. „მატიანე ქართლისაის“ თანახმად, 1028 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე გამოაგზავნა პარკიმანოზი ურიცხვი ლაშქრით. მან ააოხრა იგივე ქვეყნები, რაც ბასილიმ, თუმცა დამარცხდა კლდეკართან, ლიპარიტ ბაღვაშთან ბრძოლაში. „მასვე ჟამსა წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, | მიერთო ბერძენთა, და არჯევან პოლოლას ძემან მისცა ბერძენთა ციხე წელი თისაი.“.[2] იგივე ინფორმაციას შემოკლებულად გადმოგვცემს სუმბატ დავითის კიდეს განდგეს ალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი, ჩანჩახამა, ერისთავმან შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თვით წარვიდეს იგინი საბერძნეთს“, ამ ორი ცნობის შეჯერებით ლოგიკურად ჩანს, რომ არჯევან ჰოლოლასძე შავშეთის ერისთავის ყმა იყო და წეფთის ციხეც სწორედ პატრონის ნებართვით გადასცა ბიზანტიელებს. წყაროებში შავშეთის მხოლოდ 2 ერისთავი იხსენიება: 1028 წლამდე ჩანჩახ ფალელი და 1028 წლის შემდგომ ტბეთის ეპისკოპოსი საბა. შავშეთის ერისთავი, როგორც ჩანს XI ს-ის დასაწყისში ფოცხოვსაც აკონტროლებდა. ამაზე შესაძლებელია მიანიშნებდეს სადაურობის მაწარმოებელი სახელი ფალელი. სოფ. ფალა, რომელიც მდებარეობს ამჟამინდელი საქართველო-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, სოფ. ბადულადან 4 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ სამჯერ იხსენიება. ამასთან ყოფილა დიდი სოფელი, რადგან 3 ნაწილისგან (ზემო, შუა და ქვემო ფალა) შედგება და დიდი საძოვრებიც ჰქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  1. შ. ნიჟარაძე. ქართული ენის აჭარული დიალექტი. ლექსიკა. ბათ. 1971. გვ. 423.
  2. მატიანე ქართლისა. ქართლის ცხოვრება. რ. მეტრეველის რედაქციით. თბ. 2008. გვ. 279.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭანჭახის_ციხე“-დან