გივი ჭანუყვაძე
(გადამისამართდა გვერდიდან ჭანუყვაძე, გივი)
გივი ჭანუყვაძე (დ. 14 იანვარი, 1924, სოფ. ცხემლისხიდი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1983).
გივი ჭანუყვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 იანვარი, 1924 ცხემლისხიდი |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1984 (60 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მშობლები | მამა: დავით ჭანუყვაძე |
ჯილდოები | საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე - 1983 |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. იყო სკკპ წევრი 1948 წლიდან და საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის („კომსომოლი“) საქალაქო მდივანი 1949–1961 წლებში ძირითადად მოღვაწეობდა თსუ-ში; მონაწილეობდა საქართველო კომუნისტური პარტიის ყრილობებში. მისი ნაშრომები ძირითადად ეხებოდა დასავლური პოლიტეკონომიკის კრიტიკას.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახნიაშვილი, ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.