ჭანეთისა და ლაზისტანის განმათავისუფლებელი კომიტეტი

ჭანეთისა და ლაზისტანის განმათავისუფლებელი კომიტეტი — პროქართული განწყობის კომიტეტი ჭანეთსა და ლაზეთში. დაარსდა 1919 წლის 1 მარტს, ქალაქ ფოთში. მიზნად ისახავდა იდეოლოგიური მუშაობის დაწყებას ლაზეთში პროქართული განწყობის გასაზრდელად. გამოუშვა სხვადასხვა მოწოდება ლაზებისადმი. არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, კომიტეტმა მალევე შეწყვიტა არსებობა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯაბა სამუშია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 526.
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა. 1919, № 50