ჭანარჭამიები, კობრიჭამიები (ლათ. Branchiura) — კიბოსნაირთა რიგი. აერთიანებს 6 გვარის 130 სახეობას. პარაზიტობენ თევზების სხეულზე ან ლაყუჩებში, იშვიათად ამფიბიებზე. დროებითი პარაზიტები არიან, სისხლისმწუწნელები, ცალსქესიანები. სხეულის სიგრძეა 3 სმ. კვერცხებიდან იჩეკებიან თითქმის ფორმირებული კიბოები. ზოგი სახეობა ზიანს აყენებს მეთევზეობას.

ჭანარჭამიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Branchiura

ლიტერატურა

რედაქტირება