ჭალის ტყე
ჭალის ტყე — მდინარის პირას ვიწრო ზოლად გაყოლებული ტყე. საქართველოში ჭალის ტყეები უმთავრესად გვხვდება მდინარეების მტკვრის, ქსნის, იორისა და ალაზნის პირას, პირველ ტერასებზე, რომელთა სანაპირო ჭალების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისების გამო ჭალის ტყეების ფართობი მკვეთრად შემცირდა. ჭალის ტყეების სახეობრივ შემადგენლობაში მთავარი ადგილი უკავია ხვალოს (თეთრი ვერხვი), ოფს (შავი ვერხვი) და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ხიდაშელი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 380.