ჭადრაკი სომხეთში
ჭადრაკს სომხეთში ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული თამაშობენ. იგი დღესდღეობითაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში;[1][2][3] ჭადრაკმა ფართო აღიარება მოიპოვა 1960-იან წლებში, როდესაც საბჭოთა სომეხმა დიდოსტატმა, ტიგრან პეტროსიანმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.[4][5] სომხეთი, ქვეყანა რომელშიც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჭადრაკო ქვეყანაა.[6][7]
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომეხთა ჭადრაკის ნაკრებმა მოიგო ევროპის გუნდური ჩემპიონატი (1999), მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი (2011) და ჭადრაკის ოლიმპიადა (2006, 2008, 2012). აგრეთვე, ქალთა ნაკრებმა 2003 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. 2016 წლის თებერვლის მდგომარეობით, მისი საუკეთესო მოთამაშეთა საშუალო შეფასების მაჩვენებლით, სომხეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.[8]
2011–12 სასწავლო წლიდან მოყოლებული, სომხეთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროგრამის ნაწილად ჭადრაკის გაკვეთილი იქცა. არგვარად, ამ მოვლენამ სომხეთი აქცია პირველ ქვეყნად სადაც ჭადრაკის სწავლა სავალდებულო გახდა.[9]
სახელწოდება
რედაქტირებამე-20 საუკუნის დასაწყისამდე, ჭადრაკი სომხურად ცნობილი იყო როგორც „čatrak“ (ճատրակ).[10][11] დღეს ეს ტერმინი — გამოითქმის ჯადრაგ[12] — მხოლოდ დასავლეთ სომხურ ენაზეა გამოყენებული.[13][14] თანამედროვე აღმოსავლეთ სომხურ ენაში ჭადრაკი ცნობილია როგორც „šaxmat շახmat“ [ʃɑχmɑt]. იგი წარმოდგება რუსული „შახმატუ“-დან (шахматы), ხოლო თავად „შახმატუ“ წარმოსდგება სპარსული „âh mât“-უდან (شاه مات), რაც სიტყვასიტყვით "მეფეს დამარცხებას" ან "მეფე უმწეოას" ნიშნავს.[15] ეს უკანასკნელი სპარსული ფრაზა ასევე წარმოადგენს ინგლისური „ჩექმეითის“ (Checkmate) ეტიმოლოგიას.[16]
დაწესებულებები
რედაქტირებაჭადრაკის ეროვნული მმართველი ორგანო, სომხეთის საჭადრაკო ფედერაცია, 1927 წელს დაარსდა.[17] 2004 წელს სომხეთის მომავალი პრეზიდენტი (მოცემულ დროს იგი თავდაცვის მინისტრი იყო), სერჟ სარქისიანი, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი ამ პოსტს 2011 წლამე იკავებდა.[18] ერთ დროს, სარქსიანმა განაცხადა "ჩვენ არ გვინდა, რომ ხალხმა სომხეთი მხოლოდ მიწისძვრის და გენოციდის გამო იცოდეს. ჩვენ გვირჩევნია იგი საკუთარი ჭადრაკით იყოს ცნობილი“.[19]
მედია
რედაქტირება1972 წელს გაგიუიკ ოგანეშენმა დააარსა ჟურნალი სახელად ჭადრაკი სომხეთში (Շախմատային Հայաստան Shakhmatayin Hayastan). იგი 1997 წლამდე ყოველთვიურად ქვეყნდებოდა, ხოლო შემდგომ პერიოდში იგი გახდა ყოველკვირეული ჟურნალი.[20] 1972 წელს, სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ეთერში ახალი სატელევიზიო შოუ — ჭადრაკი-64 გაუშვა (თავდაპირველად გადაცემის სახელს ჭადრაკის სკოლა წარმოადგენდა). აგრეთვე, ახლახან შეიქმნა ახალი სატელევიზიო შოუ, სახელად ჭადრაკის სამყარო, და მისი ნახვა პირველი ახალი ამბების შემდეგ არის შესაძლებელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Compulsory chess lessons might be making Armenia's kids supersmart“. msnNOW. Microsoft. 25 March 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2014.
- ↑ Shahrigian, Shant; Werman, Marco (1 November 2011). „Learning Chess in Elementary School“. The World. Public Radio International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 September 2014. ციტირების თარიღი: 15 September 2014.
- ↑ Garry Kasparov has compared the popularity of chess in Armenia with the popularity of football (soccer) in Latin America. „Garry Kasparov: "There's No Doubt That Carlsen Is the Strongest Player"“. Chess-News.ru. 1 October 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 September 2014. ციტირების თარიღი: 15 September 2014.
- ↑ „In Armenia chess is king and grandmasters are stars“. The Independent. 13 May 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 September 2014.
- ↑ Parkinson, Joe (3 December 2012). „Winning Move: Chess Reigns as Kingly Pursuit in Armenia“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 15 September 2014.
- ↑ Moss, Stephen (16 November 2011). „Armenia's killer chess move“. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 August 2013. ციტატა: „Armenia is an obsessive chess-playing country, one of the strongest in the world despite a population that is the same as – yes, you guessed it – Wales.“
- ↑ „Armenia: the cleverest nation on earth“. BBC World Service. 19 October 2009. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ Federations Ranking. World Chess Federation. ციტირების თარიღი: 23 June 2014.
- ↑ Akhmeteli, Nina (19 January 2012). „Chess lessons introduced to the curriculum in Armenian schools“. BBC News. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
- ↑ Adjarian, Hrachia (1926). Հայերեն Արմատական Բառարան [Armenian Etymological Dictionary] (hy). Yerevan University Press, გვ. 190.
- ↑ Petrosian, Tigran; Hakobian, G. (1982) Շախմատ [Chess] (hy). Yerevan: Armenian Encyclopedia, გვ. 514–515.
- ↑ Awde, Nicholas (2006). Western Armenian Dictionary & Phrasebook. New York: Hippocrene Books, გვ. 168. ISBN 978-0-7818-1048-7.
- ↑ „Լեւոն Արոնեան Կը Շարունակէ Մնալ Աշխարհի Երկրորդ Լաւագոյն Ճատրակ Խաղացողը [Levon Aronian Continues to Remain Second Best Chess Player]“. Asbarez (სომხური). Los Angeles. 1 August 2013. ციტირების თარიღი: 25 August 2013.
- ↑ „Ճատրակ. Եւրոպայի Անհատական Ախոյեանութիւն. Հայրենի Վարպետներուն Ապահոված Կէտերը' 4-րդ Հանգրուանի Մրցումներէն Ետք [Chess: European Individual Championship: Armenian Masters Placed Fourth]“. Aztag (სომხური). Beirut, Lebanon. 10 May 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 August 2013.
- ↑ (1968) Chess: East and West, Past and Present. New York: Metropolitan Museum of Art, გვ. xxv.
- ↑ Harper, Douglas; Dan McCormack. Online Etymology Dictionary. ციტირების თარიღი: May 29, 2010.
- ↑ Info – Federation. Armenian Chess Federation. ციტირების თარიღი: 16 September 2012.
- ↑ Serzh Sargsyan re-elected President of Armenian Chess Federation. Chessdom (2 February 2011). ციტირების თარიღი: 12 September 2012.
- ↑ „Armenia revels in its chess prowess“. BBC News. 26 September 2009. ციტირების თარიღი: 25 August 2013.
- ↑ Chess in Armenia (Shakhmatayin Hayastan), Armenia. FIDE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2013.