წყლის მრავალძარღვა
წყლის მრავალძარღვა (ლათ. Alisma) — მრავალწლოვანი მცენარეების გვარი წყლისმრავალძარღვასებრთა ოჯახისა.
წყლის მრავალძარღვა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Alisma plantago-aquatica | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Alisma | ||||||||||||||
|
შეიცავს 10-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ავსტრალიაში, წყალსატევების წყალმარჩხ სანაპიროებზე , დაჭაობებულ მდელოებზე და ჭაობებში. საქართველოში 2 სახეობა იზრდება; მათგან ფართოდ არის გავრცელებული Alisma plantago-aquatica.
ხალხურ მედიცინაში წყლის მრავალძარღვას გამხმარი ფესურების ფხვნილს ხმარობენ წყალმანკის, ბუასილისა და ე. წ. წყლის შიშის სამკურნალოდ, ფოთლის ნახარშს - შარდმდენ საშუალებად. ნედლი მცენარე წამლავს საქონელს (გარდა თხისა). წყლის მრავალძარღვა დეკორატიული მცენარეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კ. ქიმერიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 368.