წყაროს მღვიმე

მღვიმე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

წყაროს მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვულ პლატოზე, მდინარე ჯორწყუს აუზში, სოფელ პირველი ბალდის ჩრდილოეთით 4 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 680 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცუილ კირქვებში. წარმოადგენს ვრცელ (ზომები 10X14 მ) დარბაზს. შესასვლელიდან 30-35 მეტრზე მღვიმე აჩენს მკაფიო მუხლს. მღვიმე აღმავალია და 55 მეტრზე ნაპრალით იხშობა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება ზრდაშეჩერებული სტალაქტიტები, ალაგ-ალაგ სტალაგმიტები და სვეტები, აგრეთვე ტბათა ზედაპირზე გადაკრული კალციტის ფირფიტები; მექანიკურიდან — თიხის ნაფენები და ლოდნარი. ჰავა დინამიურია. მღვიმეში გაედინება ნაკადი, ალაგ-ალაგ შეგუბებულია, წინა ნაწილში აჩენს მცირე ფართობის ტბას.

წყაროს მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 680 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.