წყალწყვა
წყალწყვა — გემის ზომების მახასიათებელი; მცურავი გემით გაძევებული წყლის რაოდენობა. პირობითი აღნიშვნაა D. (ესპ. desplazamiento desplazar — გამოდევნა, გადაადგილება, plaza — ადგილი).[1]
განასხვავებენ მოცულობით წყალწყვას (გემის წყალქვეშა ნაწილის მოცულობა მ³ წყალხაზის ქვეშ) და მასის წყალწყვას, რომელიც გემის წყალქვეშა ნაწილში მოთავსებული წყლის მასის (ტონებში) ტოლია. მუდმივი მასის წყალწყვის დროს მოცულობითი წყალწყვა იცვლება წყლის სიმკვრივის მიხედვით. მასის წყალწყვა იცვლება, მაგალითად, საწვავის, საჭურვლის (სამხედრო გემებზე) ხარჯის, ტვირთის მიღების ან მოხსნის გამო.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.