წონიარისის ხიდი, იგივე ჯაიმელას ხიდიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში.

წონიარისის ხიდი
წონიარისის „ჯაიმელას“ თაღოვანი ხიდი
წონიარისის „ჯაიმელას“ თაღოვანი ხიდი
კოორდინატები: 41°38′32″ ჩ. გ. 42°00′53″ ა. გ. / 41.64222° ჩ. გ. 42.01472° ა. გ. / 41.64222; 42.01472
ადგილმდებარეობა სოფ. წონიარისი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
მასალა ქვა
თაღების რაოდენობა 1
თაღის სიმაღლე წყლიდან 8.7 მ. 

მდებარეობა

რედაქტირება

წონიარისის „ჯაიმელას“ თაღოვანი ხიდი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის მდინარეზე, რომელიც მარჯვენა მხრიდან აჭარისწყალს უერთდება. ხიდი ცენტრალური მაგისტრალის ბათუმი-ხულოს მონაკვეთის წონიარისის გზის გასაყარიდან 2 790 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

აღწერილობა

რედაქტირება

ხიდი აჭარისწყლის ხეობას ხინოს სამონასტრო კომპლექსთან უმოკლესი გზით აკავშირებდა და შესაბამისად, კინტრიშის ხეობასთან და გურიის სოფლებთანაც. ხიდის სიგრძე 22 მეტრია. მარჯვენა მისასვლელის სიგანე — 3.3 მეტრი, მარცხენა მისასვლელის სიგანი — 3.8 მეტრი. ხიდის სიგანე შუა ნაწილში — 2.5 მეტრია, ხოლო სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდამდე 8.7 მეტრი.

ხიდი სოფლის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. მისი გრძელი სახელწოდება სოფლის უბანთან, „ჯაიმელასთანაა“ დაკავშირებული. ადგილობრივები მას „თამარის ხიდს“ ეძახიან, თუმცა როგორც ისტორიული წყაროები მოწმობს, ხიდი გაცილებით გვიან, XV-XVII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. თურქთა შემოსევებისას ხიდი არაერთხელ დაინგრა. მისი აღდგენა XX საუკუნეს უკავშირდება. ხიდი დღემდე ფუნქციონირებს და მისი საშუალებით ადგილობრივები სოფლიდან სოფელში გადადიან.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, წონიარისის ხიდს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება