წმინდა სარა
წმინდა სარა, ასევე ცნობილი როგორც სარა კალი Sara-la-Kâli ("შავი სარა", ბოშ. Sara e Kali) — მითიური პერსონაჟი, კათოლიკე ბოშების მფარველი წმინდანი. მისი თაყვანისცემის ცენტრია სენტ-მერი დე- ლა- მერი (Saintes-Maries-de-la-Mer), ბოშა მომლოცველების ადგილი კამარგი, სამხრეთ საფრანგეთში. ლეგენდის მიხედვით, სარა სამი მარიამის ერთ-ერთი მსახურ იყო. მათთან ის სავარაუდოდ კამარგში ჩავიდა. წმინდა სარას სახელი ასევე უკავშირდებოდა ჩრდილოეთ ინდოეთში პოპულარულ ქალღმერთ ინდუისტურ ქალღმერთ კალის, სადაც ბოშა ხალხი წარმოიშვა. თავად სახელი "სარა" მოხსენიელებულია ცნობილ დურგასაფტაშატის ტექსტში.
წმინდა სარა | |
---|---|
დაიბადა |
I საუკუნე ეგვიპტე |
გარდაიცვალა |
I საუკუნე Les Saintes-Maries-de-la-Mer ან Camargue |
ხსენების დღე | 24 მაისი |
მოღვაწეობა | მისიონერობა |
ენა | არაბული ენა |
მწერალ რაიმონდ ბაკლის წიგნში „ბოშები. ცხოვრებისა და ტრადიციის საიდუმლოებები“, მოჰყავს ორი მითი იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ბოშა სარა წმინდანი. ეს მითები სხვა წყაროებშიც არის მოხსენიებული.
ერთი ვერსიით, სარა ეგვიპტელი იყო (ევროპელების გავლენით მე-19 და მე-20 საუკუნეებში ბევრ ბოშას სჯეროდა მათი ეგვიპტური წარმომავლობის). ის მარიამ სალომიას და მარიამ კლეოპოვას (წმინდა იაკობისა და იოანეს დედები, მარიამ მაგდალინელის ნათესავები) ან მარიამ მაგდალინელისა და ღვთისმშობლის მსახური იყო და მათთან ერთად მოგზაურობდა. ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, როდესაც ქალები გემიდან პატარა ნავით გაიქცნენ, სარამ ვარსკვლავების მეშვეობით სწორი გზა გაიგნო და ქალები ნაპირზე გაიყვანა.
მეორე მითის მიხედვით, სარა მომთაბარე ბოშა იყო და, როცა ბოშები ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ, ბანაკში ცხოვრობდა. ერთხელ მას ჰქონდა ხილვა, რომ ქრისტეს ჯვარცმის წმიდა მოწმეებს სანაპიროზე გადმოსვლაში უნდა დახმარებოდა. სარა ზღვასთან მივიდა, დაინახა, რომ ზღვა ღელავდა და ნავში მყოფნი ნაპირზე ვერ გადმოდიოდნენ. ქალმა კაბა წყალზე გაშალა, ნავისკენ გაცურა და წმინდანებს დაეხმარა ხმელეთზე მშვიდობიანად გადმოსვლაში, ხოლო მათ იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქციეს. სარა პირველი იყო ბოშებს შორის, ვინც გაქრისტიანდა. [1][2]
სახელის მნიშვნელობა
რედაქტირებაროგორც წესი, წმინდანის სახელი ითარგმნება როგორც "შავი სარა", მაგრამ სიტყვა კალი ტრადიციულად ასევე ნიშნავს "ბოშას".[3]
სარა კალის კულტი
რედაქტირებაკათოლიკე ბოშები 25 მაისს სარა კალის დღედ მიიჩნევენ. [4]
საფრანგეთის სანაპიროზე, პატარა ქალაქ სენტ-მერი დე-ლა-მერიში (Saintes-Maries-de-la-Mer), ადგილობრივ ეკლესიასთან ბოშებმა ააშენეს მითიური წმინდანის მიწისქვეშა საკურთხეველი, რომელშიც მისი ქანდაკება და საკურთხეველი დგას. ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი მიდის ამ სალოცავში. მათი უმეტესობა ჩადის 24 მაისს, სარა კალის თაყვანისცემის დღის წინა დღეს. 1912 წლიდან საკურთხეველში ბოშების გარდა სხვა მორწმუნეებსაც უშვებდნენ.
25 მაისის ღამეს სარას ქანდაკებას იღებენ და ზღვაში უშვებენ, რაც სიმბოლურად იმეორებს ბოშა ქალის ნათლობის რიტუალს. [5][6]
სარა კალი პოპულარულ კულტურაში
რედაქტირებატონი გეტლიფის ფილმი Lacho Drom ასახავს სარას ქანდაკების „წყალში ჩაშვების“ რეალურ რიტუალს.
დენ ბრაუნის ნაწარმოებში „და ვინჩის კოდი“ სარა მარიამ მაგდალინელისა და იესოს ქალიშვილია. [11] [12]
სერიალში Peaky Blinders მას არაერთხელ მოიხსენიებენ, როგორც "შავ მადონას".
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bart McDowell, Gypsies: Wanderers of the World, pp. 38–57.
- ↑ Lee, R. (2002) The Romani goddess Kali Sara.
- ↑ Michal Droit, Carmague, p. 19.
- ↑ Myth 101 – Saint Sarah – OPUS Archives and Research Center (15 February 2011).
- ↑ Franz de Ville, Traditions of the Roma in Belgium.
- ↑ Ronald Lee, "The Rom-Vlach Gypsies and the Kris-Romani", p. 210.
- ↑ Fida Hassnain, A Search for the Historical Jesus (Gateway Books, 1994).
- ↑ Marilyn Hopkins, Graham Simmans, Tim Wallace-Murphy, Rex Deus. The True Mystery of Rennes-le-Château and the Dynasty of Jesus, Element Books, 2000. ISBN 1-86204-472-4.
- ↑ Elizabeth Cunningham, Bright Dark Madonna, Monkfish Book Publishing Company, 2009; Red-Robed Priestess, Monkfish Book Publishing Company, 2011.
- ↑ Eron Manusov, Ahavah's Dream (PublishAmerica Inc, 2005).
- ↑ The Real Da Vinci Code, Channel Four Television, 3 February 2005.
- ↑ Behind The Mysteries: Unlocking Da Vinci's Code – The Full Story, National Geographic Channel, 19 December 2004.