წმინდა მელქისედეკ I-ის ქუჩა

წმინდა მელქისედეკ I-ის ქუჩა — ქუჩა თბილისში. ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); ხევსურეთის ქუჩიდან საყვირის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წითელი ქუჩა. თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში შეტანილია მახინჯაურის შესახვევის სახელწოდებით. შემდგომში მახინჯაურის ქუჩა ეწოდა.[1] 2017 წელს წმინდა მელქისედეკ I-ის სახელი დაერქვა.[2]

წმინდა მელქისედეკ I-ის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები წითელი ქუჩა, მახინჯაურის შესახვევი, მახინჯაურის ქუჩა
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 114, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მახინჯაურის ქუჩისთვის წმინდა მელქისედეკ I სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (10 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2024