წმინდა კიბე
წმინდა კიბე (ლათ. Scala Santa) — დღეს არ არსებული ლატერანის სასახლის მარმარილოს ძველი კიბე. პირველად მოიხსენიება IX საუკუნის შუა წლებში დაწერილი რომის პაპ სერგი II -ის „Liber Pontificalis“-ში.[1] ამავე დროს შეიქმნა ლეგენდა, რომლის თანახმადაც კიბე ჩამოიტანა წმინდა ელენემ 326 წელს იერუსალიმიდან. ამავე ლეგენდის თანახმად ეს კიბე იყო განთავსებული პონციუს პილატეს სასახლეში და მასზე ავიდა იესო ქრისტე პილატეს სამსჯავროზე. 2007 წელს მოხდა კიბის რესტავრაცია, მათ შორის გაიწმინდა ბალდასარე ქროჩეს ფრესკებიც.[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- The Holy Staircase. Rome, 2000.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Scala-Santa
- ↑ დასრულდა წმინდა კიბის რესტავრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-15. ციტირების თარიღი: 2009-12-18.