წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი (ნიუ-იორკი)
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი (ნიუ-იორკი))
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი (სრული სახელი Cathedral Church of Saint John the Divine in the City and Diocese of New York) — ნიუ-იორკის საეპისკოპოსო ეპარქიის მთავარი ეკლესია და ეპისკოპოსის სავანეა; მდებარეობს 1047 ამსტერდამის ავენიუზე (110-113-ე ქუჩებს შორის) მანჰეტენის მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში. კათედრალი, რომელიც ტურისტების გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, თუმცა დაუმთავრებელია, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში უდიდესი საკათედრო ტაძარია (წმინდა პეტრეს ტაძარი რომში და ღვთისმშობლის ტაძარი იამუსუკროში საკათედრო ტაძრები არ არის).