წკრიალა
წკრიალა[1] (ლათ. Procnias) — ფრინველთა გვარი კოტინგისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ნეოტროპიკის ოლქში. ბინადრობენ ნესტიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში, იშვიათად დაბალ მთებსა და მთისწინეთებში. აქვთ ძალიან მაღალი ხმა (აქედან სახელწოდებაც).
წკრიალა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფრთაშავა წკრიალა (Procnias averano) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Procnias (Illiger, 1811) | |||||||||||||
|
აერთიანებს 4 სახეობას, საიდანაც 3 სამხრეთ ამერიკაში გვხვდება, ხოლო 1 — ცენტრალურ ამერიკაში.
ახასიათებთ ძლიერ გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მამლები თეთრები არიან, აქვთ „ულვაშები“ და მოტიტვლებული სახე. დედლებს ასეთი რაღაც არ გააჩნია, შეფერილი არიან ზეთისხილისფრად, მუცლის მხარეს ბუმბულზე გასდევს მოყვითალო „ძარღვები“.
სახეობები
რედაქტირება- ერთულვაშა წკრიალა (Procnias albus)
- ფრთაშავა წკრიალა (Procnias averano)
- რეკია, ხარადორი (Procnias nudicollis)
- კორძიანი რეკია, სამულვაშა წკრიალა (Procnias tricarunculatus )
ლიტერატურა
რედაქტირება- Snow, D.W. (1982). The Cotingas: Bellbirds, Umbrella birds and their allies. British Museum Press. ISBN 0-19-858511-X
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 32, 175, 222.