წიფურია (დასახლება)
წიფურია — შუა საუკუნეების (ძირითადად XVII ს.) ისტორიული სავაჭრო-სახელოსნო პუნქტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, ვარაუდით ახლანდელი გალის რაიონის სოფ. თაგილონის ტერიტორიაზე. სახელწოდება წარმოდგება "წიფლნარიდან" (მეგრულად "წიფური"). წიფურია კათოლიკე მისიონერთა საქმიანობის ცენტრიც იყო. გარკვეულ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ არქანჯელო ლამბერტი, ჯუზეპე ჯუდიჩე, კრისტოფორო დე კასტელი და სხვა. აღწერილობათა თანახმად წიფურიაში ორი ეკლესია და სხვა ნაგებობები იდგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- პაჭკორია მ., ქსე, ტ. 11, გვ. 334, თბ., 1987