წინწყაროს სამაროვანი

წინწყაროს სამაროვანი — გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XII-VIII სს.) ძეგლი სოფელ წინწყაროს აღმოსავლეთით, მდინარე ხრამის ნაპირზე. 1937 წელს გათხარეს (ბორის კუფტინი) 77 ქვაყუთი. მიცვალებულებს კრძალავდნენ მჯდომარე მდგომარეობაში. ჩატანებული ჰქონდათ კერამიკული ნაწარმი, რომელთა უმეტესობა ჩარხზეა დამზადებული; იარაღი (რკინის შუბისპირები, სატევრები, დანები, ბრინჯაოს ისრისპირები); სამკაული (ბრინჯაოს სამაჯურები, რგოლები, სარტყლის ფრაგმენტები, სარდიონის, აქატისა და პასტის მძივები); კვერთხისთავები და სხვ. სამარხთა ნაწილი ძვ. წ. XII-XI საუკუნეების მიჯნით თარიღდება, ნაწილი - ძვ. წ. IX-VIII საუკუნეებით.

ლიტერატურა

რედაქტირება