წინამხრის კვირიას ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წინამხრის კვირიას ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამხრის ჩრდილოეთუთ, მაღალი მთის ციცაბო კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილო კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი მოყვანილობის აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია გარეთენ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელი. ეკლესიას ჩრდილოეთის მხრიდან მინაშენი ეკვროდა, რომლისგანაც მხოლოდ კვალი შემორჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება