წითელწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროში.

წითელწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროში.

წითელწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა წითელწყარო

დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის და ჯიშის ნაწილობრივ დამუშავებული და ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობის ხაზოვნება არაა დაცული. სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდება ქვის ზომები. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავულია. არქიტრავის ქვაზე ჯვარია ამოკაწრული. აფსიდა ნახევარწრიულია მხრით გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი (თავის ფორმა არ ირკვევა). საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. ეკლესიის ძლიერი დაზიანების და ნაშალი ფენით დაფარვის გამო სხვა დეტალები არ ირკვევა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38152