წერეთელი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთლის გამზირი (მეტროსადგური))
„წერეთელი“ (ყოფილი „აკაკი წერეთლის გამზირი“) — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სადგურის მოედან 2-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი მ. კაციტაძე. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტი“.
წერეთელი | |
---|---|
მდებარეობა |
დიდუბის რაიონი თბილისი, საქართველო |
კოორდინატები | 41°43′37″ ჩ. გ. 44°47′16″ ა. გ. / 41.7270306° ჩ. გ. 44.7877833° ა. გ. |
ხაზი | 2 |
ბაქანი | 1 |
მშენებლობა | |
არქიტექტორი | მ. კაციტაძე |
ისტორია | |
გაიხსნა | 15 სექტემბერი, 1979 |
წინა სახელები | აკაკი წერეთლის გამზირი |
2006 წელს განხორციელდა სადგურის რეკონსტრუქცია. შეიცვალა ინტერიერის დიზაინი: დამონტაჟდა პლასტიკატის დეკორატიული პანელები და ტელე-ეკრანები.
სადგურის მოსაცდელი დარბაზის ბოლოში კედელზე მწერალ აკაკი წერეთლის ბიუსტის ჰორელეფური გამოსახულებაა მოცემული. სადგურს ერთი შესასვლელი აქვს, სადაც მგზავრებს „საქართველოს ბანკის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.