წერეთელი (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი (მეტროსადგური))

„წერეთელი“ (ყოფილი „აკაკი წერეთლის გამზირი“) — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სადგურის მოედან 2-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი მ. კაციტაძე. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტი“.

წერეთელი
მდებარეობა დიდუბის რაიონი
თბილისი, საქართველო
კოორდინატები 41°43′37″ ჩ. გ. 44°47′16″ ა. გ. / 41.7270306° ჩ. გ. 44.7877833° ა. გ. / 41.7270306; 44.7877833
ხაზი 2
ბაქანი 1
მშენებლობა
არქიტექტორი მ. კაციტაძე
ისტორია
გაიხსნა 15 სექტემბერი, 1979 (1979-09-15)
წინა სახელები აკაკი წერეთლის გამზირი

2006 წელს განხორციელდა სადგურის რეკონსტრუქცია. შეიცვალა ინტერიერის დიზაინი: დამონტაჟდა პლასტიკატის დეკორატიული პანელები და ტელე-ეკრანები.

სადგურის მოსაცდელი დარბაზის ბოლოში კედელზე მწერალ აკაკი წერეთლის ბიუსტის ჰორელეფური გამოსახულებაა მოცემული. სადგურს ერთი შესასვლელი აქვს, სადაც მგზავრებს „საქართველოს ბანკის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება