წედისის ღვთისმშობლის ეკლესია
წედისის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,4 X 5,2 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით (წყობა ირეგულარულია). არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე მხრით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა, ბრტყელი ქვით გადახურული ღრმა ნიშებია. ეკლესიის კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში ერთო სწორკუთხა სარკმელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 121.