წაღვლის მესამე ნამოსახლარი და სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
წაღვლის მესამე ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამ კილომეტრზე, მდინარე წაღვლურას მარცხენა ნაპირზე, პატარა ლაშეს ღელის ორივე მხარეს, ვენახებში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანით.
ნამოსახლარზე აიკრიფა თიხის ჭურჭლის ნატეხები. სამაროვანზე იპოვები ადამიანის ძვლები და ბრინჯაოს ნივთები. მასალა დაცულია სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კაბინეტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი. ა., ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 455.