წაღვლის მესამე ნაეკლესიარი
არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
წაღვლის მესამე ნაეკლესიარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ადგილ ცაცხვებში. თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნაშთი. ნაგები ყოფილა ქვიშაქვით. გეგმა მთლიანად არ იკითხება. მოჩანს დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების ნაშთი და აღმოსავლეთი კედლის კონტური. ეკლესიას კარი ჩრდილოეთით ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., რამიშვილი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 455.