წალკის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან წალკის გერბი)

წალკის მუნიციპალიტეტის გერბიწალკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან. მიღებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გაყოფილია 3 ნაწილად.

  • I ნაწილი — ლაჟვარდოვან ველზე ვერცხლის სამი ოთხქონგურიანი ციხე-კოშკი; ველს ზემოთ გასდევს სამი ტალღოვანი ვერცხლის შემცირებული სარტყელი.
  • II ნაწილი — ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარი.
  • III ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ლომის მსგავსი ლეოპარდი, რომელიც უკან იყურება და ხელში ოქროს შუბი უპყრია.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „წალკა“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება