წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
მიღებულია | დამტკიცებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 8 დადგენილებით, 31 მარტი, 2009 წ. |
პროპორცია | 2:3 |
სიმბოლიკა | ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი, ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე |
აღწერილობა
რედაქტირებაწალენჯიხის დროშის ლაჟვარდის ველზე ცენტრში მოთავსებულია წალენჯიხის გერბის მცირე ფარი - მეწამულ ველს გადაკვეთავს ტალღოვანი სამი ვერცხლის სარტყელი, სარტყლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი, ქვევით ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე ორი კოშკითა და ნახევრად ღია ჭიშკრით. წალენჯიხის დროშის პროპორცია არის 2:3.