ძურძნის ეკლესია
ძურძნის ეკლესია — ნაეკლესიარი ისტორიულ პალაკაციოს სოფელ ძურძნაში, თანამედროვე ქალაქი ჩილდირი, ჩილდირის რაიონი, არტაანის პროვინცია, თურქეთი.
ისტორია
რედაქტირება1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში მოინახულა ძეგლი. მის დროს შემორჩენილი იყო მხოლოდ საძირკველი და აქა-იქ მიმოფანტული დიდი საფლავის ქვები.
2019 წელს ძეგლის აღსაღწერად გასულმა ტაო-კლარჯეთის ძეგლების საკვლევმა ჯგუფმა მოინახულა ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით იდგა ლიტერატურაში ცნობილი ტაძარი და მიუთითეს მისი მდებარეობის ადგილი (41°07′30″ ჩ. გ. 43°08′02″ ა. გ. / 41.1250889° ჩ. გ. 43.1340833° ა. გ.). ექსპედიციამ ადგილზე ვერანაირი არტეფაქტი ვერ აღმოაჩინა. ძეგლის ადგილას ამჟამად საცხოვრებელი სახლია განთავსებული.